გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს. წერილში

ის საკუთარ თავს ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მოიხსენებს. წერილში წულაია ამბობს, რომ ის პროვოკაციას წამოეგო. დაკავებული პოლიტიკოსი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიმართავს და სთხოვს, პოლიტპატიმრად აღიარონ.

“ჩემო მეგობრებო და მხარდამჭერებო, მოგესალმებით გლდანის ციხის საკარანტინე კორპუსის 61 საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი გოგი წულაია!

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომისა და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენებია.

“თუ გინდა მოწიინაღმდეგე
გაანადგურო მას დააბრალე ის

რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის”

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარ გებელსები 21-ე საუკუნეშიც გადმოყვნენ, 1988 წლის შემდეგ ვარ ეროვნულ მოძრაობაში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს გაწეულ ძალადობას.

ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული, ვებრძოდი ყველა ადამიანს ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და ახლაც ვებრძვი ნამახვანჰესის აშენებას, რამეთუ ვთვლი რომ ეს არის ძალადობა ბუნებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ზუსტად აქ მტკიცდება, რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრნი არიან გებელსები, გერინგები, ბერიები და ასე შემდეგ.

ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის, თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ , რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი (გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ “უპატიონსესები” და ამ “პატიოსანმა” პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს კი ბატონო ეგრე იფიქრეთ.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ , რომ საქართველო სასამართლიანი სასამართლო არ არებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ, მე შემხვდა პატიოსანი უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?

არ ვიცი, ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს.

რა ვიცი, რა ვიცი.

ჩემო მეგობრებო, ადამიანებო რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ, თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ, გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას!

პატივისცემით, თქვენი გოგი წულაია,”-წერია წერილში.

აღკვეთის ღონისძიებით სახით გოგი წულაიას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა,”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *