ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჩხერეში

ჩავა. მინისტრი სამედიცინო პერსონალს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრება. მინისტრი პრეპარატს 14:30 საათზე საჯაროდ გაიკეთებს.

საჩხერეში ჩასვლა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ დააანონსა. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის დაბალი აქტივობა ფიქსირდება. 

“ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის მხრიდან ჩვენც გვაქვს მიღებული და მე პირადად ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას,”-აცხადებდა ტიკარაძე.

დღევანდელი მდგომარეობით 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის აცრილი.

დღეს გამოქვეყნებული NDI-ის კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა მხოლოდ 35 % ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა, 53 % კი არ აიცრებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *