ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინა

პირდაპირ ეთერში, საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. მისი თქმით, გუშინ საჩხერის კლინიკისა და მედ პერსონალის მისამართით საყვედური გაისმა, რომ ისინი ვაქცინაციის პროცესზე უარს აცხადებენ. მისივე თქმით, დღეს აქ ჩატარებული ვაქცინაცია იქნებოდა სიმბოლური და მოტივაციის მიმცემი როგორც საჩხერის კლინიკის მედ პერსონალისთვის, ასევე რეგიონისათვის. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

“მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორი რამდენიმე წელი ვიყავი. ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიცია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის. ისინი გრძნობენ მაღალ პასუხისმგებლობას. სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართვა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისთვის და პირველ რიგში იმ კლინიკისთვის, სადაც მაქვს გატარებული ბევრი წელი,”-განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *