ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე გიგა შუშანია
ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის დაკავებას აპროტესტებს. მისი თქმით, ჟურნალისტს გადაადგილების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს. ის ხელისუფლებას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
,,გუშინ ქუთაისის მერიაში სამარცხვინო ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაშინ როცა ქალაქის მერი მეორე ოთახში იმალებოდა, ჟურნალისტს დაზიანებები მიაყენეს. ჟურნალისტური საქმიანობა დაცულია კანონით, ჟურნალისტებს აქვთ უფლება გააშუქონ მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენები, აკონტროლონ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა და თავისუფლად გადაადგილდებოდნენ მერიაში,’’-აცხადებს გიგა შუშანია.
მისი თქმით, თუ მერია ჟურნალისტებისთვის გადაადგილების თავისუფლების
უკანონო შეზღუდვას კვლავ გააგრძელებს, ფრაქცია ,,ნაციონალური
მოძრაობა'' მზადაა დაუშვას ჟურნალისტებზე ელექტრონული საშვები. ასევე
იმ დროს, როცა ჟურნალისტებისთვის საინტერესო საკითხების გაშუქება
იქნება აუცილებელი, ჩანიშნოს ფრაქციის სხდომები, რომელზე დასწრებაც
იქნება თავისუფალი.
ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე პოლიციამ 5 აპრილს დააკავა. შემთხვევას ბუბა
ჩივაძესა და მერიის დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება უძღოდა.
Kutaisi today-ს რედაქტორს მერიაში შესვლის უფლება მერიის დაცვის
თანამშრომლებმა არ მისცეს, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. როგორც
ჟურნალისტი ამბობს, დაცვამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის
შემდეგ ბუბა ჩივაძე მერის სამუშაო ოთახში შეიჭრა და შიმშილობა დაიწყო.
ის აცხადებდა, რომ შიმშილობას მანამ არ შეწყვეტდა, სანამ ქუთაისის
მერი არ შეხვდებოდა. სამართალდამცველებმა ჟურნალისტი მერიის შენობიდან
ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ხელბორკილი დაადეს. შემთხვევის დროს
ჟურნალისტი შეუძლოდ გახდა.
ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს მერიაში შესასვლელად
სპეციალური საშვი სჭირდებათ. ბუბა ჩივაძეს საშვის გაცემაზე
უფლებამოსილმა პირმა სთხოვა ამოეწერა საშვი, მაგრამ მან ეს
გაფრთხილება არ გაითვალისწინა და მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა,
რის შემდეგადაც ის სამართალდამცველებმა შენობიდან
გაიყვანეს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით,
სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დამთვალიერებელს
შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა რიონის ხეობაში,
მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის’’ აქტივისტებსა
3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.
8-12 მაისს , ქუთაისში ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით,
სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დამთვალიერებელს
შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა რიონის ხეობაში,
მასალის გამოყენების პირობები