სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოსვლის დროს

ნამოხვანჰესის მშენებლობის შესახებ არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა. ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ რომ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელშიც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები იქნებიან გაერთიანებული.

სალომე ზურაბიშვილმა დაპირისპირებულ მხარეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ორივე მხარის არგუმენტები ძლიერია და ორივე მხარის მოსაზრებების შეჯერება უნდა მოხდეს. 

“ერთი მხრივ, ის საზოგადოება, რომლის წუხილიც ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა და არა მხოლოდ ის, აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს. მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს. ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რიონის ხეობის მოსახლეობა თვეებია კარვებში ღამეს ათევს და ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *