აქციის მონაწილეებმა “ენკას” ბაზისაკენ მსვლელობით

გადაინაცვლეს. მსვლელობა მათ შეძახილებით “წადით” მოაწყვეს. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რიონის ხეობა დატოვონ. აქციის მონაწილეებს რიონის ხეობის “მცველმა” ვარლამ გოლეთიანმა მიმართა და თქვა, რომ კომპანია “ენკა” ჰესს ვერ ააშენებს, რადგან აღნიშნული ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებასაც მიმართავენ და მათი მოთხოვნების გათვალისწინებას მოითხოვენ.

“ჩვენ არ ვდგამთ ძალადობრივ ნაბიჯებს, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ამ პრობლემას არ მოაგვარებს. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც მშვიდობიანად მართავს ამ პროტესტს. ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილას, სადაც კარვები გვქონდა გაშლილი და თურქულმა კომპანია “ენკამ” დახნა ჩვენი ტერიტორია,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობაში სიტუაცია ცოტა ხნის წინ დაიძაბა. სოფელ გუმათში საპროტესტო აქციაც გაიმართა, სწორედ ამის შემდეგ გადმოინაცვლეს აქციის მონაწილეებმა “ენკას” ბაზასთან.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *