სოფელ გუმათში, სადაც პოლიციას რკინის ჯებირები

აქვს აღმართული და სამოქალაქო აქტივისტებს ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს, ვითარება რამდენიმე წუთის წინ უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამდნენ და მის აღებას მოითხოვდნენ, სამართალდამცველებმა აქტივისტებს პროტესტის შეწყვეტისგან მოუწოდეს, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა და პოლიციამ 3 აქტივისტი დააკავა. ისინი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილნი.

დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გუშინაც, რა დროსაც სამართალდამცველებმა 6 აქტივისტი დააკავეს.

უკვე 171-ე დღეა ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნაა შეჩერდეს ჰესის მშენებლობა, გაუქმდეს სახელმწიფოსა და კომაპნია ,,ენკას” შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანიას რიონის ხეობა 99 წლით გადაეცა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *