ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმის ხედვის ნაწილი

კომპანია ,,გეოგრაფიკმა’’ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებს გააცნო. Დოკუმენტის მიხედვით, წარმოდგენილია  კვლევებზე დაფუძნებული და გამოწვევბზე მორგებული რამდენიმე მიმართულება, რა კუთხითაც ქალაქი უნდა განვითარედეს. ესენია: ცოდნის სინერგიული ქალაქი, დასავლეთ საქართველოს ცენტრი, ევროპის კარიბჭე, ეკო ქალაქი.

 

,,Იმისთვის, რომ ქუთაისი ცოდნის სინერგიული ცენტრი გახდეს, საჭიროა ადგილობრივი და მუნიციპალური საგანმანათლებლო საჭიროებების გაძლიერება, მსოფლიო პრაქტიკაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მოდელების გაზიარება და მასთან ისტორიულად პროფესიული ცოდნის და განათლების კერის რეგენერირება. Დასავლეთ საქართველოს ცენტრი გულისხმობს, რომ ქალაქი გახდეს დასავლეთ საქართველოსთვის სერვისების მიმწოდებელი, შეიქმნას სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ჰაბი და ციფრული ეკონომიკა.  ევროპის კარიბჭე გულისხმობს ქუთაისის ბრენდირებას მსოფლიო ბაზარზე, ასევე ტურისტული ჰაბის შექმნას და ა.შ.

Რაც შეეხება ეკო ქალაქს, საჭიროა ალტერნატიული ენერგიის წყაოების გამოყენება, რათა ქალაქი ამ კუთხითაც სწორად განვითარდეს,’’-ამბობს კომპანია ,,გეოგრაფიკის ‘’ დირექტორი გიორგი გოცირიძე.

ქუთაისის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება ოთხი ეტაპისგან შედგება: მოსამზადებელი კვლევები, ხედვა, კონცეფცია და გენერალური გეგმა.

ქუთაისის განვითარების გეგმის დამტიცების თაობაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს.  მერიამ სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქის განაშენიანების თაობაზე გენგეგმის დამტკიცების შესახებ ტენდერი 2020 წლის 14 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა’’ გაიმარჯვა. ტენდერის ღირებულება პირველ ეტაპზე 5`085 ლარს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *