ხმაური იყო ქუთაისში – ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მათ ჩხუბის და გასროლის ხმა შემოესმათ, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

,,გაჩერებაზე ვიდექი და უცებ ჩხუბის ხმა გავიგონე, შემდეგ იყო გასროლის ხმა. აურზაური ატყდა. ვერ მოვასწარი დანახვა ვინ ისროლა, ან ვის მოხვდა, მიიმალნენ,”-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.

შსს-ში აცხადებენ, რომ დეტალებს არკვევენ და მომხდარზე განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *