ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე ქალაქში დაბრუნებული მზეჭაბუკის

ძეგლის ირგვლივ ქუთაისის მერია სკვერს აწყობს. გამოცხადებულია ტენდერი, რომლის ღირებულებაც 166 715 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 75 დღის განმავლობაში უნდა შესრულდეს. მოეწყობა გამყოფი ზოლები და დამონტაჟდება განათება.

წინადადებების მიღება 25 ივნისს იწყება და 28 ივნისს დასრულდება.

მზეჭაბუკი” ქუთაისს 11 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ამ დრომდე ძეგლი თბილისში, ავტორის სახელოსნოში ინახებოდა. ძეგლის მონტაჟის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “დეკორაციების და ქანდაკებების სახლმა” შეასრულა. კომპანია თბილისშია რეგისტრირებული. შპს-მ სამუშაოები 78 960 ლარად განახორციელა.

მერაბ ბერძენიშვილის “მზეჭაბუკი” “დიდების მემორიალის” ნაწილი იყო და 2009 წელს მის აფეთქებამდე აიღეს. მის ადგილზე ქუთაისის პარლამენტის შენობა აშენდა.

როგორი იქნება სკვერი რეაბილიტაციის შემდეგ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *