რიონის ხეობის მცველები საჯარო განცხადებას აკეთებენ

და კომპანია “ენკას” მედიაციის პროცესში ჩართვისაკენ მოუწოდებენ. ხეობის “მცველები” ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენელი მედიაციის პროცესის დაწყებამდე აქტივისტებს საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას სთავაზობდა, თუმცა, მისი დაწყების შემდეგ არ გამოჩენილა.

“ისიც კი ვერ მოხერხდა ამ მედიაციის პროცესში, რომ “ენკა”, როგორც კომპანია და მესამე მხარე, ჩართულიყო. არ მომხდარა, რომ “ენკა” გვესწრებოდეს და მნიშვნელოვან პროცესებში გამოხატავდეს მის აზრს. სანამ მედიაციის პროცესი დაიწყებოდა, ბატონი ლომინაძე სხვადასხვა ეთერით გვთავაზობდა განხილვებში მონაწილეობას და თვითონ როგორც მხარე ისე წარმოჩნდებოდა, მაგრამ ეს კომპანია მედიაციის დაწყების შემდეგ აღარ კონტაქტობს. ჩვენ გავაკეთებთ წერილობით განცხადებასაც,”-განაცხადა მარიტა მუსელიანმა.

აქტივისტები მედიაციის პროცესში ხელისუფლებისაგან რამდენიმე პირობის შესრულებას ელოდებიან. მათ შორის გადაადგილებაზე მოხსნის შეზღუდვა და ახალი საპროტესტო ადგილის შერჩევაა.

გუშინ რიონის ხეობის “მცველებმა” კარვებში 245-ე ღამე გაათიეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *