ქუთაისის მერიის თანამშრომელმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორმა ნანო კიკნაძემ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რადიო "ძველი ქალაქის" და მეგატივის ჟურნალისტები მოქალაქე იულია ლანჩავას მომართვის საფუძველზე, რონელიც მეზობლად მდებარე სასტუმრო "ოთხი სეზონის" მეპატრონეს მის კუთვნილ მიწაზე ჯებირი უკანონო მშენებლონაში ადანაშაულებს, მშნებლობის ადგილზე იმყოფებოდნენ. იულია ლანჩავას თქმით, მერიას უკანონო მშენებლობის აღსაკვეთად არაფერი გაუკეთებია, რის გამოც ეჭვობს, რომ სასტუმროს მეპატრონეს მერიაში მფარველები ჰყავს. დეტალების გასარკვევად ჟურნალისტებმა საკითხზე განმარტება სასტუმროს თანამშრომელს სთხოვეს, რომელიც ტერიტორიაზე ოჯახზტან ერთად იმყოფებოდა. გიორგი კიკნაძემ, რომელიც თავს სასტუმროს დაცვად ასახელებს, მედიის წარმომადგენლებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი კიკნაძის შვილმა, ნანო კიკნაძემ, რომელიც როგორც გაირკვა ქუთაისის მერიის ქოლ-ცენტრის თანამშრომელია. 

როგორც ტელეკომპანია "მეგა ტვ"-ს ჟურნალისტი თამუნა გრიგალაშვილი ამბობს, რადიო "ძველი ქალაქის" ჟურნალისტთან ლილე ბერაძესთან ერთად ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის კანონიერების გასაშუქებლად იყვნენ მისული. მათ ადგილობრივმა იულია ლანჩავამ სთხოვა საკითხით დაინტერესება.

"მოქალაქემ მოგვმართა, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს მფლობელი, ცდილობდა ღობის აშენებას. იმის გამო, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ვერ თუ არ გაატარა ქმედითი ღონისძიება, რათა მშენებლობა წარმოებულიყო პროექტის შესაბამისად, სურდა მისი უფლებები დაგვეცვა და პრობლემა გამხდარიყო საჯარო. ადგილზე მისულს სამშენებლო სამუშაოების ნაწილი შესრულებული დაგვხვდა. როდესაც ოპერატორი მშენებლობას იღებდა, სასტუმროს ეზოში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა და კაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ქალი მე ტელეკომპანია "მეგა ტვ"-დან გათავისუფლებით დამემუქრა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქალი, სასტუმროს მფლობელის შვილი, ნანო კიკნაძე ქუთაისის მერიის საინფორმაციო ცენტრის მკვლევარ ოპერატორია."- აცხადებს თამუნა გრიგალაშვილი და დასძენს, რომ შემდგომი რეაგირების შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახურისგან ელოდება.


რადიო "ძველი ქალაქის" ჟურნალისტი ლილე ბერიძე ამბობს, მათი მიზანი იყო ფაქტის ობექტურად და მიუკერძოებლად გაშუქება, რისთვისაც ადგილზე მისულებს საპასუხოდ მეორე მხარის ჩაწერა სურდათ, სასტუმროს ეზოში შესულებს იქ მყოფები აგრესიულად დახვდნენ:

"მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეეძლოთ ეთქვათ, რომ არ სურდათ კომენტარის გაკეთება, მაგრამ დაგვხვდენ აგრესიით, გვემუქრებოდნენ ძაღლს მოგიქსევთ თუ არ წახვალთო. უშვერი სიტყვებით გვლანძღავდენ, საშინელი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. გვეუბნედოდნენ, ერთი მხარის პოზიციას იჭერთო, სინამდვილეში, მათთან მივედით, იმისთვის, რომ ფაქტი დაბალანსებულად გაგვეშუქებინა და ორივე მხარის პოზიცია მოგვესმინა, რის საშუალებაც არ მოგვეცა. საშინლად აგრესიულები იყვნენ, რაც გაუმართლებელია. ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს არ უნდა გვიშლიდნენ",- ამბობს ლილე ბერაძე და დასძენს, რომ პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლისა და შეურაცხყოფისთვის სამართლებრივად იბრძოლებს.

 

| Print |