2021 წლის არჩევნებზე ქუთაისის მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.

რადიო ,,ძველი ქალაქი”” შემოგთავაზებთ მერობის კანდიდატების ხედვებს ქალაქის მომავალთან დაკავშირებით.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია”” #5 ხატია დეკანოიძე:

1) ქუთაისი-საქართველოს პოლიტიკური ცენტრი

2) ქუთაისი-საქართველოს ტურისტული ცენტრი

3) ქუთაისი-მსუბუქი მრეწველობისა და მედიცინის ცენტრი

4) ქუთაისი -საქართველოს კულტურული და სპორტული ცენტრი

ხატია დეკანოიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით 1999 წელს დასრულა. 2004-2005 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას მონაწილეობდა პოლიციის რეფორმაში. 2007 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, 2012 წლის მაისიდან 2012 წლის ივლისამდე — გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2015-2016 წლებში კი უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია” ისნის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *