"მოქალაქეების" ქუთაისის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა ქუთაისში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა
პარტია ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" ქუთაისის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა, გიორგი ონიანმა ქუთაისში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა.

ონიანი ამბობს, რომ იმ მრავალ პრობლემათა შორის, რომლის წინაშეც ქუთაისი დგას, არის: ნიკეას ნაგავსაყრელის პრობლემა და ტრანსპორტის საკითხი.
გამარჯვების შემთხვევაში, ონიანი საკრებულოში ამ მიმართულებით აპირებს მუშაობას.
მისი თქმით, ნიკეას ნაგავსაყრელზე არსებული ანტისანიტარია მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

"ნიკეას ნაგავსაყრელის პრობლემა წლებია აწუხებს მოსახლეობას. დამტკიცებულია, რომ მისი იქ არსებობა საფრთხეს უქმნის ხალხს, როგორც ანტისანიტარიის, ისე ჯანმრთელობის მხრივ, რაც იმით დასტურდება, რომ ნაგავსაყრელის ახლომდებარე მოსახლეობაში მომატებულია ონკოლოგიური დაავადებები. ყველა მთავრობა, რაც აქამდე იყო, გვპირდებოდა, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა ვხედავთ, რომ პრობლემა პრობლემად რჩება. მესმის, რომ ერთ დღეში ვერ გადაწყდება ეს საკითხი, მაგრამ ინტენსიური მუშაობა თუ არ დავიწყეთ ამ მიმართულებით, არაფერი შეიცვლება.

პარტია ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" ქუთაისის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა, ქალაქის შიდა ტრანსპორტის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქალაქო ტრანსპორტი სრულად მუნიციპალური უნდა გახდეს.

"არსებული სატრანსპორტო პოლიტიკა, სრულიად მიუღებელია მოსახლეობისთვის. აუცილებელია მოხდეს თბილისის მოდელის დანერგვა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქალაქო ტრანსპორტი მთლიანად მუნიციპალური უნდა გახდეს. ასევე უნდა დაინერგოს ელექტრონული ბარათით მგზავრობა, რის საშუალებითაც, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ერთხელ გადახდის შემდეგ, საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მუნიციპალური ტრანსპორტით. ეს ამ პანდემიის დროს, დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის."- გორგი ონიანი


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და
დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და
დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.
11:17 / 26.11.2021

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა -დაკავებულია ორი პირი
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან  კამპანიას  #FREEMISHA
11:17 / 26.11.2021

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.

საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში
11:20 / 25.11.2021


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს.