ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე – საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი  საფიჩხია-კახიანოურის, გამსახურდიას, ბელინსკის, ჯავახიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა და პარტიის გეგმებზე ესაუბრა  ქალაქთან დაკავშირებით.

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქუთაისელს,რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა შეხვედრების დროს.”- წერს გიორგი გოგუაძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

რაც შეეხება მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამას, მან  5 სექტემბერს  ქუთაისის მედიასთან შეხვედრისას, პარტია “საქართველოსთვის” წინასაარჩევნო პროგრამისა და ქალაქის საჭიროებების შესახებ ისაუბრა.

გიორგი გოგუაძის თქმით, ქუთაისის ბიუჯეტი ქალაქის გამოწვევებს ვერ პასუხობს. მან ასევე ისაუბრა პარლამენტის ყოფილ შენობაზე და თქვა, რომ ამ სივრცეში საერთაშორისო მართლმსაჯულების სკოლა უნდა მოეწყოს.

“ქუთაისს სჭირდება სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე ბიუროკრატიული მმართველობა. ქუთაისის ბიუჯეტი არ პასუხობს ქალაქის გამოწვევებს. რაც კეთდება, ისიც უხარისხოდ არის შესრულებული. უფუნქციოდ დარჩენილი მიტოვებული შენობების პრივატიზაცია უნდა მოხდეს. ასევე პარლამენტის ყოფილ შენობაში საერთაშორისო მართლმსაჯულების სკოლა უნდა გაიხსნას”, – გიორგი გოგუაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *