ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბესთან, არასწორად დაგებულმა ასფლატის საფარმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

,,საკანალიზაციო 2 ჭა და მილები ასფლატის საფარით გადაფარეს, რის შემდეგაც კომერციულ ფართებში კანალიზაციამ ამოხეთქა. აქ არის სრული ანტისანიტარია. ქუჩის გადაკვეთისას, ფაქტობრივად, უნდა გავცუროთ,”-ამბობს  აღმაშენებლზე მცხოვრები, იამზე ბუაძე. 

ადგილზე პოლიტიკური პლატფორმა ,,მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებლის” მერობისა და ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმყოფებოდნენ.

უკვე ერთი წელია, რაც ქუთაისში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომელიც 7 მილიონი ჯდება და 15 აპრილს უნდა ჩაბარებულიყო, დასრულების პირი ჯერაც არ უჩანს. ასეთ მდგომარეობაშია წერეთლის გამზირიც. ქუთაისის მერი მოსახლეობასთან თავს იმართლებს, რთული გზა ავირჩიეთო, მაგრამ რთული და გაუსაძლისი ეს გზა და დრო ქალაქის მოსახლეობისთვის უფრო აღმოჩნდა, ვიდრე კაბინეტებში მოკალათებული ჩინოვნიკებისათვის,”-ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის მერობის კანდიდატი, ანდრო ლოსაბერიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *