მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” განცხადებას ავრცელებს.

მოძრაობა ქუთაისლებს მოუწოდებს, ხმა იმ პოლიტიკურ ძალას და მერობის კანდიდატს მისცენ, რომელიც მხარს უჭერს ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას.

“ქუთაისელებო, თანამოქალაქელებო, მოგიწოდებთ 2 ოქტომბერის არჩევნებში ხმა მისცეთ იმ პოლიტიკურ ძალას და მერობის მხოლოდ იმ კანდიდატს,
რომელიც ქუთაისისათვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მხარს საჯაროდ დაუჭერს!
კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ შევურიგდებით ქუთაისის პოლიტიკურ ძარცვას!” – მოძრაობა ” დატოვე პარლამენტი ქუთაისში”

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *