ქუთაისში, რეგიონული ინიციატივების ცენტრ ,,ნათელ მომავალსა’’ და იმერეთის ექვს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციას თავიანთი საქმიანობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და მიიღებენ მათგან რეკომენდაციებს. შეხვედრა პროექტის ,,საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება’’ ფარგლებში შედგა, რომელიც მიზნად საჯარო მმართველობის რეფორმას ისახავს. მემორანდუმს ხელი ქუთაისის, ხონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ზესტაფონის, ტყიბულის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მოაწერეს.

,,შეხვედრის მიზანი საჯარო მმართველობის მონიტორინგი და მასში საზოგადოების აქტიური ჩართულობაა, განსაკუთრებით ბიუჯეტირების საკითხში. Მნიშვნელოვანია საზოგადოება ჩართული იყოს ბიუჯეტის დაგეგმვაში. Გავაფორმეთ მემორანდუმი მუნიციპალიტეტებთან, რატა ყველა საჭირო დოკუმენტი დროულად მოგვაწოდონ და მიიღონ ჩვენგან რეკომენდაციები. Ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტზე ინდივიდუალურად გავცემთ რეკომენდაციებს. Ეს ხელშ შეუწყობს საჯარო მმართველობის რეფორმას, რასაც ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს,’–ამბობს ეგიონალური ინიციტივების ცენტრის ,,ნათელი მომავალი’’ დამფუძნებელი, მარიკა ვაჭარაძე.

,,საჯარო მმართველობის რეფორმის გზაზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ჩვენთვის პრიორიტეტია. Მზად ვართ ვიტანამშრომლოთ არასამთავრობო სექტორთან. Ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც დაეხმარება თვითმმართველობას შეიმუშავოს მექანიზმები, რაც გაზრდის საზოგადოების ჩართულობას, ასევე ბიუჯეტის ფორმირების დროს ასახული იყოს ის პრიორიტეტები, რაც მოსახლეობისთის მნიშვნელოვანია’’-ამბობს ქუტაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია.

პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“ ,,ინოვაციების და რეფორმების ცენტრის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *