,,ეს არის ჩაგდებული და კორუფციულ ინტერესებს შეწირული პროექტი’’-ირაკლი კიკვაძე ახლადრეაბილიტირებულ სკვერზე

ქუთაისში, რუსთაველის ხიდთან მდებარე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში,

რომლის მოწყობაზეც მერიამ 400 ათას ლარამდე დახარჯა, ფილები უსწორმასწოროდაა დაგებული, ასევე არ მუშაობს ონკანი. ხარვეზებით სავსე სკვერში ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ლეიბორისტული პარტიიდან", ირაკლი კიკვაძე იმყოფებოდა. ირაკლი კიკვაძემ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები მერიის კორუფციულ ინტერესებს დაუკავშირა. მისი თქმით, ეჭვს ის ფაქტი იწვევს, რომ კომპანია ,,გლობალ სტანდარტმშენს’’, რომელმაც სკვერის მოწყობის სამუშაოები განახორციელა, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქუთაისში 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული, გარდა ამისა, სკვერის მოწყობისთვის მერიამ აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულების ორჯერ ვადა გაუხანგრძლივა და თანხაც დაუმატა, შედეგი კი მაინც სავალალოა-სკვერი ხარვზებითაა სავსე.

,,ხშირად ხდება, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელზეც მსუყე თანხაა
გამოყოფილი, შუა პროცესში რაღაც გამოჩნდება და თანხას უმატებენ. ასე
მოხდა თეთრი ხიდის რეკონსტრუქციის დროს და ხიდს ბევრი ხარვეზი აქვს.
ახლაც იგივე განმეორდა. Შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ სამუშაოები
უდიერად და არაჯეროვნადაა შესრულებული. Ნახეთ როგორაა საფარი
დაგებული, წვიმის დროს აქ წყალი დგება. Ფილები ისეა დაგებული,
შეიძლება ადამიანი წაიქცეს. Სოფლის ორღობესაც არ უნდა აკადრო ის, რაც
აქ ხდება. ეს არის ჩაგდებული და კორუფციულ ინტერესებს შეწირული კიდევ
ერთი პროექტი. თანხის ნაწილი, რაც სკვერის მოწყობაზე დაიხარჯა,
კონკრეტული ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა, ნაწილი კი მერიამ მდინარე
რიონს გაატანა,’’-ამბობს ირაკლი კიკვაძე.

ქუთაისის მერიაში აცახადებენ, რომ პროექტი ჯერ ჩაბარებული არაა და
სამუსაოების დასრულებამდე ხარვეზები გამოსწორდება.

 


| Print |