,,ქალთა შრომითი უფლებების დაცვა დღემდე გამოწვევად რჩება"-მაკა ხეცურიანი
ქუთაისში პროექტის ,,შრომით უფლებებზე მეტად ინფორმირებული ქალი- მეტად დაცული ქალი" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში ქალთა შრომითი უფლებების შესახებ კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგებიც შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოადგინეს. პროექტი ასევე მოიცავდა ტრენინგების ციკლს დასაქმებულ ქალებთან და დამსაქმებლებთან, ბროშურების გავრცელებას და პიარ კამპანიას. ანგარიშის მიხედვით, იმერეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა შეინიშნებოდა, რაც დისკრიმინაციის ნიშანია. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, კვლევის დროს თითქმის არცერთ ქალს საკუთარი უფლებების დარღვევის შესახებ არ უსაუბრია.

,,დღეს გამოწვევად რჩება ქალთა შრომითი უფლებები, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული შრომითი კანონმდებლობის შესახებ, სწორედ მათ ინფორმირებას და ცნობიერებას ამაღლებას ემსახურებოდა პროექტი, რომელიც განვახორციელეთ," - ამბობს პროექტის მენეჯერი მაკა ხეცურიანი.
,,მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა შრომის კოდექსი, ბევრმა ქალმა ნაკლებად იცის ამ ცვლილებების შესახებ. დასაქმების მსურველ ქალებს არ აქვთ ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ. ასევე, დასაქმების ადგილზე ხშირად ვაწყდებით ქალთა დისკრიმინაციას. ბევრს მონური შრომაც უწევს. ამიტომ აუცილებელია მათი ინფორმირება," -ამბობს ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ქეთევან ბერძენიშვილი.
პროექტი 10 თვის განმავლობაში ,,ქალთა ფონდის'' ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16:40 / 17.09.2021

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ქუთაისში დაანონსებული და განუხორციელებელი პროექტების შესახებ პუბლიკაცია მოამზადა.

16:40 / 17.09.2021

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ქუთაისში დაანონსებული და განუხორციელებელი პროექტების შესახებ პუბლიკაცია მოამზადა.

ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
,,ლეიბორისტული პარტიიდან’’, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას სიცრუეში
ადანაშაულებს.
16:42 / 15.09.2021

ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ლეიბორისტული პარტიიდან’’, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას სიცრუეში ადანაშაულებს.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 16 - 22 °C
img
ქუთაისი 15 - 21 °C
img
ბათუმი 18 - 21 °C
img
სოხუმი 16 - 20 °C
img
ფოთი 18 - 22 °C
img
თელავი 17 - 21 °C
img
მესტია 6 - 12 °C
img
ზუგდიდი 16 - 20 °C
img
ბორჯომი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების 75 % აცრილია
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
16:24 / 26.08.2021
ქუთაისის მერიის თანამშრომელმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორმა ნანო კიკნაძემ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

23:52 / 26.08.2021
პოლიტიკის სიახლეები
დაპირებული და გაჭიანურებული პროექტები   ქუთაისში
16:40 / 17.09.2021

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ქუთაისში დაანონსებული და განუხორციელებელი პროექტების შესახებ პუბლიკაცია მოამზადა.

,,მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება მოსაცდელის მოწყობა’’-მერია ირაკლი კიკვაძის ბრალდებებზე
19:17 / 15.09.2021

,,ლეიბორისტული პარტიის’’ ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარობის კანდიდატის,

 ,,მერია ცრუობს, რომ ქუთაისში 111 გაჩერება რეაბილიტირებულია’’-ირაკლი კიკვაძე
16:42 / 15.09.2021

ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ,,ლეიბორისტული პარტიიდან’’, ირაკლი კიკვაძე ქუთაისის მერიას სიცრუეში ადანაშაულებს.