ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ქუთაისში ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის გამოჩენას.

,,ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ,ნიკა ნარსიამ და პარტიის აქტივისტმა მიხეილ გეგეშიძემ ქუთაისში ქართული ოცნების ლიდერების ჩამოსვლა გააპროტესტა და აღნიშნეს, რომ იმ ფონზე, როცა ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადათხრილია და სამუშაოები შეჩერებული, ხელისუფლების წარმომადგენლებს ქუთაისში ჩამოსვლის უფლება არ აქვთ.

,,ნაძირალა ხარ. სირცხვილია აქ რომ მოხვედი, შენ ხარ ,,ქართული ოცნების” სახე,”-მიმართა ნიკა ნარსიამ ირაკლი კობახიძეს.

ნიკა ნარსია ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *