ქუთაისში სისხლიანი ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახულნი, გაერთიანებული ოპოზიციის

ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელი შეიტანა. ხატია დეკანოიძე საოლქო კომისიას საკითხის დაუყოვნებლივ შესწავლას სთხოვს. ,,ქუთაისში დღითიდღე იზრდება სიძულვილის ენის შემცველი ბანერები. ამით ირღვევა ადამიანების უფლებები და საარჩევნო კოდექსი. რატომ ვარღვევთ ბავშვების უფლებებს, რატომ ვაყურებინებთ სისხლიან ბანერებს? ასევე ვარღვევთ საარჩევნო კოდექსს, რადგან ბანრრებზე არც დამკვეთის ვინაობა და არც საარჩევნო ნომერი ბანერზე დატანილი არაა, რასაც საარჩევნო კოდექსი ითხოვს. გვინდა საოლქო კომისიას ვთხოვოთ ფაქტის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ საოლქო კომისა ,,ქართულ ოცნებასთან შეზრდილი დეპარტამენტია,”-ამბობს ხატია დეკანოიძე. ქუთაისში სისხლიანი ბანერები 18 სექტემბერს განათავსეს. მასზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგა ბოკერია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია და სხვები არიან გამოსახულნი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *