,ლეიბორისტული პარტია’’ მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასახადის მოხსნას ითხოვს

,,ლეიბორისტული პარტია’’ უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დაწესების ინიციატივით გამოდის.

პარტიის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, სამსონ გუგავას განცხადებით, პოსტპანდემიურ პირობებში მოსახლეობას სოციალური გარანტიები სჭირდება და უფასოდ მგზავრობა მათთვის დიდი შეღავათი იქნება. ის ამბობს, რომ ქალაქის ბიუჯეტი სრულად საკმარისია იმისთვის, რომ მოქალაქეებს მგავრობის საფასური დაუფინანსდეთ.

 

,,დღეს მუნიციპალური ტრანსპორტის შენახვაზე მილიონ ლარამდე იხარჯება. Ეს სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ტრანსპორტზე გადასახადი მოვხსნათ. ეს ერთის მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს შეუმსუბუქებს იმ ტვირთს, რაც პანდემიის პირობებში ემუქრება,, მეორეს მხრივ, ქალაქი გახდება ეკონომიკურად მიმზიდველი, რადგან ეს არის ნოვაცია არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით,’’-აცხადებს სამსონ გუგავა.


| Print |