“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ენკას” მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაწყვეტას შემდგომი ინვესტიციებისთვის ცუდ სიგნალად მიიჩნევს.

ირაკლი კობახიძე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA საქართველოს სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს.

“მთლიანობაში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი, რა თქმა უნდა, შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები გაგრძელდეს.
მთავრობას აქვს ათწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხითაც. მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა არის ამ სფეროში დაგეგმილი. ამ კუთხით, ამ ჭრილში ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, – აცხადებს კობახიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *