ISFED-მა წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ  წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, 3-კვირიან პერიოდში იყო სავარაუდო ძალადობის, იძულების, ზეწოლის ან მოსყიდვის შემთხვევები. კვლევის შედეგები ორგანიზაციამ დღეს 23 სექტემბერს, წარმოადგინა. 

31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, სამართლიანმა არჩევნებმა 27 განცხადება-საჩივარი წარადგინა. 

“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინა არჩევნების მსგავსად, მძიმდება წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევათა ხასიათი. გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ცივი იარაღით დაჭრის ფაქტები ოპოზიციის მხარდამჭერის მიმართ. კვლავ ფიქსირდება პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისა და ზეწოლა/მუქარის ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ გამოვლინდა, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები, რათა მათ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. მსგავსი ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკვეთა”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 2;
სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – 4;
სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის – 20;
ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 3;
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 5;
მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – 1;
არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის – 12;
საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების – 5 ფაქტი.

ISFED-ის დათვლით, ქვეყნის მასშტაბით, შეიმჩნევა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებიც.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *