ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს.

კორპუსების რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ასევე  ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს.

ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება აივნის მოაჯირები და დამონტაჟდება მოძრავი ჟალუზები. შენობების მიმდებარედ იგეგმება საფეხმავლო ნაწილის მოწესრიგება. კერძოდ, შეიცვლება ქვაფენილი და მოეწყობა გამწვანების ზოლი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *