,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ანდრო ლოსაბერიძემ ანჯაფარიძის ქუჩაზე,

სადაც ერთ-ერთ ორმოზე მოსახლეობამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ჯებირი დადგა, იოსებ ხახალეიშვილის ბანერი გააკრა და ლენტებით გადახაზა. ამბობს, რომ ამით საზოგადოებისთვის ,,ქართული ოცნების” და იოსებ ხახალეიშვილის რეალური სახის ჩვენება სურდა. იმ ფონზე, როცა ქალაქში ქუჩები უკვე ორი წელია გადათხრილია და ყველგან ორმოებია, ანდრო ლოსაერიძის თქმით, ხელისუფლების უუნარობა აშკარად ჩანს.

 

,,ამბობენ, ქუთაისში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები იმიტომ  გაჭიანურდა, რომ რთული გზა ავირჩიეთო, აი მარტივი გზა – იოსებ ხახალეიშვილის ბანერი გავაკარით ჯებირზე, რომელიც მოსახლეობამ ორმოზე იმიტომ დადგა, რომ ხალხი ორმოში არ აღმოჩნდეს. ამით კარგად ჩანს ხახალეიშვილის და ,,ქართული ოცნების” სახე, მათ ხალხს დაპირებები არ შეუსრულეს. ამ ადგილზე ბანერი არ ჰქონდათ და ჩვენ მოვიტანეთ,’’-ამბობს ანდრო ლოსაბერიძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *