სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება  1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
სოხუმისთვის ბრძოლა კი 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27 სექტემბერს ქალაქის დაცემით დასრულდა, რის შედეგადაც დაახლოებით 250 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.

1992-93 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *