“ჩვენი ქმედება იქნება, ჩვენი კი არა, სამართალდამცავების ქმედება იქნება, როგორც კი ფეხს ჩამოადგამს იმ წუთას მოხვდება იქ, სადაც უნდა იყოს. მისი ადგილი არის იმ დაწესებულებაში, სადაც მას არც წამება, არც გაუპატიურება და არც მსგავსი რაღაცები, რაც მის დროს იყო, არ დაემუქრება”, — აცხადებს  მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს ის საქართველოში იმყოფება.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოხვდება იმ დაწესებულებაში, სადაც მას “არც წამება, არც გაუპატიურება” არ ელოდება.

დღეს, პირველ ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ.”

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენმა გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია, ფონად კი ქალაქის ხედი ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია არ დაადასტურა. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *