ქუთაისის 15-მდე უბანზე დარღვევები გამოვლინდა. მათ შორის, 123-ე უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. – აცხადებს ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, გოჩა ავალიანი, რომელსაც აღნიშნული უბანი ჩაბარებული აქვს, ამომრჩევლებს ფულს ურიგებს.
,,გოჩა ავალიანი კორუფციაში დადანაშაულებული ადამიანია, მაგრამ ხელისუფლების დაპირებების შედეგად გააქტიურდა და არღვევს წესებს. გარდა ამისა, დარღვევებია სხვა უბნებზეც: 102-ე უბანზე არ ხდებოდა მარკირების გამოყენება, ე.წ კოვიდ უბნებზე არეული სიით ცდილობდნენ ერთი ადამიანი რამდენჯერმე შეეყვანათ, ასევე გადასატან ყუთზე შეყვანილი არიან ჯანმრთელი პიროვნებები, რომელბიც მიდიან არჩევნებზე. მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: გამოიძიოს აღნიშნული დარღვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში საოლქოში მივალ და იქ მოვითხოვ პასუხს”-ამბობს ხატია დეკანოიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *