ქუთაისში, სამ საარჩევნო უბანზე შუქი წავიდა.

,,ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ვაკისუბანში და ავტოქარხნის ორ საარჩევნო უბანში ელექტროენერგია გაითიშა. პარტიის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აღნიშნულს ,,ქართული ოცნების” მიერ არჩევნების გაყალბების მცდელობას უკავშირებს.

,,ქართული ოცნება” აგონიაშია, იცის , რომ არჩევნებს წააგებს, ამიტომ ქუთაისის იმ უბნებში, სადაც მნიშვნელოვანი სხვაობით ,,ნაციონალური მოძრაობა” იმარჯვებს, ელექტროენერგია ჩააქრეს. მივმართავ ქართულ ოცნებას: არაფერი აღარ გიშველით. სულ რამდენიმე წუთი და ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ ელექტროენერგია დროულად არ იქნება აღდგენილი, მე პირადად ჩავალ ელექტროსადგურშიდ ა დაველაპარაკები ადამიანებს ,რომელიც ქართული ოცნების დავალებებს ასრულებენ. ჩვენ გავიმარჯვებთ” -აცხადებს ხატია დეკაოიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *