20:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ადგილობრიი თვითმმართველობის არჩევნებზე არჩევანი 68 509 ადამიანმა დააფიქსირა,

რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების, 44,53%-ს შეადგენს. აღნიშნული შედეგი გაზრდილია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგთან შედარებით, 2017 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 35,36% შეადგინა.

პროცედურულ საკითხებზე დაიწერა 29 საჩივარი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ქუთაისში სულ 19 პოლიტიკური პარტია, 7 მაჟორიტარულ ოლქში კი 52
კანდიდატი დარეგისტრირდა. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, კენჭი
5-მა ადამიანმა იყარა. საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა და
20:00 საათზე დაიხურა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *