საქართველოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფება.

მამა მიქაელ ბოტკოველს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

“დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება”, — აცხადებენ საპატრიარქოში.

მიხეილ სააკაშვილის თბილისში დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის უკრაინიდან საქართველოში არალეგალური გზებით შემოვიდა, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. მას საქართველოში 2 საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი, კიდევ 2 საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *