პროკურორი აცხადებს, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევამდე მუშებმა რამდენიმე საათით ადრე შენიშნეს, რომ კედლები მოძრაობდა, გამაგრება სცადეს, შემდეგ კი ადგილი დატოვეს.

“8 ოქტომბერს, როდესაც დილის საათებში ბრალდებულები მივიდნენ აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი.

ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით”, – ამბობს პროკურორი.

საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათგან 3 – ბავშვია.

გადარჩა ერთი კაცი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ფოტო: გ. არობელიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *