ნიკა მელიამ მოძრაობა “ხმის” კამპანია სკოლებში უფასო კვების შესახებ საარჩევნო კაპანიაში გამოიყენა.

“ხმამ” 14 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც იწყებს კამპანიას – სკოლაში უფასო კვების მოთხოვნით. მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე განცხადებას დღეს გაავრცელებენ. 

“ვიწყებთ კამპანიას სკოლაში მოსწავლეთა უფასო კვების მოთხოვნით:

მეოთხეკლასელ მოსწავლეებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლაში მისვლის დროს ქართველი მოსწავლეების 77% ყოველთვის (35%) ან ხანდახან (42%) განიცდის შიმშილის გრძნობას (PIRLS 2016). ეს კვლევა არ მსჯელობს შიმშილის მიზეზებზე, მაგრამ, რადგან ვიცით, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს (UNICEF 2019), უნდა ვთქვათ, რომ მთავარი მიზეზი საკვების არქონაა.

ნებისმიერ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე იმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ ექცევიან მოხუცებს და ბავშვებს. ჩვენთან ბავშვების შიმშილი თითქოს უხილავია – ამაზე არ ლაპარაკობენ არც პოლიტიკოსები, არც ტელევიზიები, არც უფლებადამცველები. მაგრამ ბავშვები შიმშილობენ მზის შუქზე, ჩვენ თვალწინ, ჩვენს ოჯახში, ჩვენს სამეზობლოში, სანათესაოში, სამეგობროში, ჩვენი შვილების საკლასო ოთახებში.

საჯარო სკოლებში სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა. ჩვენ ვიწყებთ მობილიზაციას ამ მოთხოვნის გარშემო.”- ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: “ხმა”

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *