,,მინდა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში.

ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბევრ მუნიციპალიტეტში, არჩევნებზე ,,ქართული ოცნების’’ ბევრი ამომრჩეველი არ მივიდა, რადგან მმართველი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, მეორე ტურში კი, ირაკლი ღარიბაშვილისვე თქმით, მაღალი აქტივობაა საჭირო. ის მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ მშვიდი, თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. უნდა იყოს სანიმუშო და სამაგალითო, ისე როგორიც იყო პირველ ტურში, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის არცერთი საბაბი. ბუნებრივია, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ქვეყანამ და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს იმ საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს.
სრული მობილიზება კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არცერთი ამომრჩეველი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ბევრ მუნიციპალიტეტში, ჩვენი ძალიან ბევრი ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ მათ სჯეროდათ და ჩვენს გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებულები. მინდა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *