,,ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი,

იოსებ ხახალეიშვილი ტელეკომპანია ,,მთავარს’’ უჩივის. ამის მიზეზად მერობის კანდიდატი მთავარის ერთ-ერთ გადაცემაში გასულ სიუჟეტს ასახელებს, სადაც ჟურნალისტი იოსებ ხახალეიშვილს ,,ბოცას” სახელით მოიხსენიებს და სუსის აგენტს უწოდებს.

,,მთავარის’’ ეთერში გასულ სიუჟეტს იოსებ ხახალეიშვილი ცილისმწამებლურად და ღირსების შემლახველად აფასებს და ამბობს, რომ ღირსების დასაცავად სამართლებრივად იბრძოლებს.

 

,,იურისტებთან ერთად მოვამზადე სარჩელი და შემაქვს სასამართლოში ტელეკომპანია მთავარის დირექტორის, ნიკა გვარამისა და ჟურნალისტის, ეკა გაგუას წინააღმდეგ, პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. Მოთხოვნაა საჯაროდ იქნას უარყოფილი ის ცილისმწამებლური ინფორმაცია, რაც სიუჟეტში გავრცელდა,’’-აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

ის ტელეკომპანია მთავარისგან სიმბოლურად 55 555 ლარს ითხოვს, რომელიც მისი თქმით, ააიპ საქველმოქმედო ფონდ ,,ქუთაისში’’ გადაირიცხება.

,,ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის ტრადიცია, რასაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანების მიმართ წილიმსწამებლური მითების შეთხვა ჰქვია. Მე ყველა სახის ინსტანციაში ვიბრძოლებ, რომ დაცული იყოს ჩემი ღირსება. ეს არ არის ბრძოლა, მხოლოდ საკუთარი ღირსებისთვის, ეს არის თითოეული ადამიანის ღირსების შელახვის წინააღმდეგ,’’-აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

იოსებ ხახალეიშვილი ასევე ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების’’ სხვა მერობის კანდიდატებიც აპირებენ სარჩელის შეტანას ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *