“ქართული ოცნების” ლიდერებმა სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტიდან დაიწყეს.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მარტვილში, მერობის კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამეგრელოს რეგიონი ერთ-ერთია იმ ოლქებს შორის, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პრემიერმა მარტვილში ვიზიტის დროს, მათი პარტიისა და ოპოზიციის კანდიდატს შორის სხვაობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი თორმიკე ჯანაშია მე-2 ტურს ამ რეგიონში დამაჯერებელი სხვაობით მოიგებს:

“ვინ უპირისპირდება ჩვენ კანდიდატ თორნიკე ჯანაშიას – სააკაშვილის, მთავარი დამნაშავის დაცვის უფროსი, თემურ ჯანაშია. საერთოდ გაუგებარია, რა უნდა ამ კაცს, რატომ მოდის მარტვილში, რა გაუკეთებია მარტვილისთვის და იცნობს, თუ არა საერთოდ მარტვილს. ამ დროს, მეორე მხარეს კი არის, ღირსეული თორნიკე ჯანაშია, რომელიც ჩვენს ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ასე, რომ ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ თორნიკე ჯანაშია გაიმარჯვებს. ჩვენ 20-ვე მუნიციპალიტეტში დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ. ეს ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ ქვეყანამ დაისვენოს და დამშვიდდეს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *