„ქართულ ოცნებას“ საქილიკოდ არ აქვს საქმე

– თუ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება, ეს ასე ადვილად არ ჩაივლის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მას არ უნდა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს.

„საქართველოში იცით, რა ვითარებაა შექმნილი – საზოგადოებას უჭირს, იცით, როგორი პანდემიაა, მესამე პრეზიდენტი შიმშილობს 22-ე დღეა, საღლიცინოდ და საქილიკოდ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ აქვს საქმე, ის ამ ვითარებას, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ასე უნდა მოეკიდოს და ყველაფერს უნდა მიუდგეს სერიოზულად. მათ ვერ ისწავლეს სხვის შეცდომებზე, არ იციან საქართველოს ისტორია, მაგრამ უახლესი ისტორია მაინც უნდა იცოდნენ, ადამიანების მიმართ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს საკმაოდ დიდი სოლიდარობა. ის, რომ სააკაშვილი შიმშილობს, ასე ადვილად არ ჩაივლის, თუ მისი მდგომარეობა დამძიმდება. ამას უნდა აცნობიერებდეს ხელისუფლება და როცა ამას ვლაპარაკობ, ვინმეს მომხრე და იმისტი და ამისტი კი არ ვარ, საქართველოს მომხრე ვარ და მე არ მინდა სამოქალაქო დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში. კრიმინალებთან და ისეთ გარემოში მისი გადაყვანა, სადაც უსაფრთხოება არ იქნება დაცული, ხელისუფლებამ არ უნდა გარისკოს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *