“ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს” – ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ქალაქებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურებია, ოპოზიციის კანდიდატებმა რომც გაიმარჯვონ, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერაფერს გააკეთენ.

ამის შესახებ მან დღეს, სენაკში  წინასაარჩევნო შეხვედრისას ისაუბრა, რა დროსაც სენაკის მერობის კანდიდატი ენმ-დან კობა ნაყოფია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას სენაკთან არავითარი შეხება არ აქვს.

“მინდა სენაკელებს მივმართო, რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას, რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ? მითუმეტეს, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგმას.

თეორიულადაც ვიძახი და ჰიპოთეტურადაც ვამბობ, რომ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და დასჯა გამოდის”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *