იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა.

ვასილ გველესიანმა უფლებამოსილების განხორციელება დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. ახლმა მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი მაქსიმუმს გააკეთებს და მუნიციპალიტეტს ბევრ საინტერესო პროექტს შესთავაზებს.

,, ვულოცავ ბატონ ვასილ გველესიანს და ასევე, იმერეთის მასშტაბით ცხრა მერს მათი უფლებამოსილების დაწყებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთეთ და ეს ადამიანები იქნებიან ის პიროვნებები, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში გახდიან მუნიციპალიტეტებს, კიდევ უფრო წარმატებულს ვიდრე აქამდე იყო. ხოლო სამ კანდიდატს, სადაც ჩვენ მეორე ტური გვაქვს ქალაქებში, ვუსურვებ დამაჯერებელ გამარჯვებას” – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *