“რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია”, – ამბობს სენატორი ჯინ შაჰინი.

27 ოქტომბერს, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა იმსჯელა, როგორი უნდა იყოს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის დემოკრატ ჯინ შაჰინის განცხადებით, მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ რუსეთის ბოროტი აქტივობებისთვის წიანაღმდეგობის გაწევა დემოკრატიული რეფორმების გამყარებით უნდა გააგრძელოს.  მისი თქმით, ამით აისახება ხალხის ნება – დააახლოვდნენ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან.

სენატორის შეფასებით, ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა. შაჰინის განცხადებით, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები მიზნად ისახავს ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას.

“რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის თავიდან ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს”, – განაცხადა შაჰინმა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *