დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ - პრემიერი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 27 ოქტომბრის "ქართული ოცნების"  აქციაზე დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა.

"დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ, რაც არ უნდა თქვენ ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. მოგიწევთ ყველას, რომ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას", — უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ, 27 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ დაანონსებული  აქცია გამართა. 

როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები უწოდებდნენ, აქცია "პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება" იყო.
| Print |