პენიტენციური სამსახურის განცხადებით, შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის აღმართვის მიზეზი ისაა, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ.

უწყება აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია მას ადვოკატებთან შეხვედრის საშულებას არ აძლევს არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

“აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევით. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას. კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას. ასევე, არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა”, — ამბობს პენიტენციური.

მათივე განცხადებით, სააკაშვილსა და მისი ადვოკატებს დაწესებულებაში შესვლის დროს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი არცერთხელ არ წარუდგენიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *