ქუთაისში ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის და პირადობის ჩაბარების ფაქტები დაფიქსირდა,

– ამის შესახებ მედიას ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მიაწოდა. ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმა დაცული იყოს. ის ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

,,ხვალ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ოპოზიცია გამარჯვებისთვის ემზადება. ყველას მოგიწოდებთ, მიხვიდეთ ხვალ არჩევნებზე. Ხვალიდან ჩვენ გავიღვიძებთ ახალ ქვეყანაში. დემოკრატია, თავისუფლება, ქალაქების თვითმმართველობა, ხელისუფლებისთვის ძალაუფლების წართმევა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც დაიწყება ამომრჩევლის ნების დაფიქსირებით. მოგიწოდებთ ყველას, ვინც ჩაწერილი ხართ ქუთაისში, ჩამობრძანდით და დააფიქსირეთ ნება, რომელსაც წინ ვერ აღუდგება ის გაყალბების მანქანა, რომელიც ხელისუფლებამ აამუშავა. ჩვენი თავისუფლება გადის ხვალიდნელ დღეზე. წარმოუდგენელს ვიზამთ, რომ საბოლოო გამარჯვება გავიფორმოთ,’’-ამბობს ხატია დეკანოიძე.

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ქუთაისის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: ხატია დეკანოიძე გაერთიანებული ოპოზიციიდან და იოსებ ხახალეიშვილი ,,ქართული ოცნებიდან”.

პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *