ცენტრალურ საარჩევნო კომისიის  ცნობით, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 31,82%-ია,

რაც რაოდენობრივად 664 573 ამომრჩეველია. პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 33,18% იყო.

ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია დაფიქსირებული, სადაც ხმა ამომრჩეველთა 45.4%-მა მისცა. ხოლო ყველაზე დაბალია მცხეთა-მთიანეთში — 26,9%.

თბილისში 15:00 საათისთვის 308 856 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 30,8%-ია.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. კენჭისყრის შედეგად 5 თვითმმართველი ქალაქისა და 15 მუნიციპალიტეტის მერი, ასევე, 24 საარჩევნო ოლქში 42 მაჟორიტარი უნდა აირჩეს.

ქუთაისში მერობისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და “ნაციონალური მოზრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვის.

პირველი ტურში ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

ხატია დეკანოიძე 43.35%

იოსებ ხახალეიშვილს – 41.45%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *