20-დან 18 მუნიციპალიტეტში მყარად ვიგებთ არჩევნებს - ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ
მმართველი პარტია 20-დან 18 მუნიციპალიტეტში იგებს.
კობახიძეს არ დაუსახელებია ის ორი მუნიციპალიტეტი, რომელიც შესაძლოა
ოპოზიციის კანდიდატმა მოიგოს.
"18 მუნიციპალიტეტში 20-დან ჩვენ მყარად ვიგებთ არჩევნებს, თუმცა არის
2 მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, მათ არ დავასახელებ, სადაც
ნაცმოძრაობის კანდიდატები არიან 50%-იან ზღვართან. გამომდინარე
იქიდან, რომ 2 მუნიციპალიტეტში არიან ნაცმოძრაობის კანდიდატები
50%-იან ზღვართან, ანუ ბოროტებას, შეუძლია, თეორიული შანსი აქვს და
პრაქტიკული შანსიც, გაიმარჯვოს, ამიტომ არის საჭირო მაქსიმალური
აქტიურობა, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში ჩვენ არ დავუშვათ ბოროტების
გამარჯვება", — განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები