დღეს ქუთაისში ოპოზიციის აქცია გაიმართება.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია 17:00ზე მონპლეზირის თაღთან ჩატარდება.

ოპოზიციამ აქციების მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარების შესახებ, თვითმართველობის არჩევნების მეორე დღეს, 31 ოქტომბერს დაანონსა.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მიმდინარე კვირაში აქციები მოეწყობოდა საქართველოს მთავარ ქალაქებში, შემაჯამებელი აქცია კი თბილისში,  6 ნოემბერს გაიმართება.

ოპოზიციის აქცები უკვე გაიმართა: თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში. 

გუშინ, 3 ნოემბერს  ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან გამართულ აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს შეკრებილ მხარდამჭერებს.

ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, აქციები გაგრძელდება და შედეგად სამი მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღწეული:

“მოპარული არჩევნების დაბრუნება, ვადამდელი არჩევნები და ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *