ფაფის ქილები იუსტიციის სამინისტროსთან – პარტია დროამ უწყების  წინ ფაფის ქილების პერფორმანსი მოაწყო.

დროას წევრები ამ ფორმით პენიტენციური სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფაფის მიღების ვიდეოს გასაჯაროებას ააპროტესტებენ.

პერფორმანსის მონაწილეები ამბობენ, რომ  ქილები სამინისტროსთან იმის თვალსაჩინოებისთვის მიიტანეს, რომ ფაფები საკვები არ არის და მოშიმშილე ადამიანს ის სამედიცინო დანიშნულებით ესაჭიროებოდა.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ექსპრეზიდენტი საკვებ დანამატებს იღებს. უწყებამ ასევე გაასაჯაროვა იმ საკვები დანამატების ფოტოები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა შიმშილობის დროს. 

პენიტენციურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფაფის მიღების ვიდეოს გასაჯაროება საზოგადოებრივი მაღალი ინტერესის გამო მოხდა.

ექიმები და ომბუდსმენი განმარტავენ, რომ საკვები დანამატები, რომელსაც ექსპრეზიდენტი იღებს არის საკვები დანამატი და არა საჭმელი, რაც საერთაშორისო პროტოკოლით არის განსაზღვრული და შიმშილობის დარღვევად არ მიიჩნევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *