ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ.

ცოტა ხნის წინ რუსთავის ციხესთან ვერტმფრენი გამოჩნდა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყავდათ. ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან გაიყვანეს.

რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ანალიზებზე დაყრდნობით კონსილიუმი ერთად ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე შეთანხმდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *